ახალი ამბები
ცნობილი გახდა შიდაშესარჩევი კონკურსის ათივე მონაწილე, რომელთაგანაც „საუკეთესო” გახდება ფოთოლი:
1. თიკა ფაცაცია
2. ბაჩი ქიტიაშვილი და ბერმუხა
3. ანრი ჯოხაძე
4. სტეფანე და 3G
5. ქეთი ორჯონიკიძე
6. ბორის ბედია
7. ნოემბერი (დავით მჭედლიშვილი, დავით ჯოხაძე, კობი მანჯგალაძე, გიორგი კაკალაშვილი, სანდრო ჟღენტი)
8. ნოდიკო ტატიშვილი
9. გიორგი მაისურაძე
10. Tony Omaily, სოფო კაკულია, მარიკა ასათიანი, ანანო მჟავია, ნოდარ ტატიშვილი და გუგა აფციაური
წყარო: ევროვიზიის გვერდზე და საზოგადოებრივი მაუწყებელი
——————–
გავაკეთეთ ბანერის საცდელი ვერსია.
თუ გსურთ მისი გამოყენება თქვენს გვერდზე, ინსტრუქციებისათვის დაწკაპეთ აქ
ესეც მეორე
თუ გსურთ მისი გამოყენება თქვენს გვერდზე, ინსტრუქციებისათვის დაწკაპეთ აქ
საქართველო ევროვიზიაზე
’საპროტესტო სიმღერას’ აგზავნის
| სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 თებ.’09 / 13:34 |
მოსკოვში მაისში დაგეგმილ ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობაზე თავდაპირველი უარის შემდეგ, საქართველომ გადაწყვიტა მიიღოს მონაწილეობა კონკურსში და გააგზავნოს ჯგუფი, რომელიც ’საპროტესტო’ სიმღერას შეასრულებს.
სიმღერა სახელწოდებით ”We don’t Wanna Put In” სიტყვების თამაშია, სადაც მინიშნება კეთდება პრემიერ-მინისტრზე ვლადიმერ პუტინზე, განაცხადა სიმღერის თანაავტორმა სტეფანემ, რომელიც სიმღერას სამ ქართველ მომღერალ გოგონასთან - ნინი ბადურაშვილთან, თაკო გაჩეჩილაძესთან და ქრისტინე იმედაძესთან ერთად შეასრულებს. ჯგუფი გამოდის სახელწოდებით სტეფანე & 3G. თავად სიმღერის ტექსტი: “We don’t wanna put in / the negative mood [ჩვენ არ გვინდა ჩავდოთ უარყოფითი განწყობა]…” ნაკლებად შეიცავს რაიმე მინიშნებას პოლიტიკაზე.
რუსეთთან აგვისტოს ომის შემდეგ საქართველომ განაცხადა, რომ ბოიკოტს გამოუცხადებდა მოსკოვში დაგეგმილ ევროვიზიის კონკურსს. თუმცა, იანვარში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეცვალა გადაწყვეტილება, რამაც გარკვეული პროტესტი გამოიწვია. ზოგიერთებს მიაჩნიათ, რომ ამ სიმღერის შერჩევა საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებული პრეტენზიების განეიტრალების მცდელობაა.
იმავდროულად, გავრცელდა ინტერნეტ პეტიცია ლოზუნგით ”ბოიკოტი გამოვუცხადოთ მოსკოვვიზიას”, რომელიც მოუწოდებს საზოგადოებრივ მაუწყებელს არ მიიღოს მონაწილეობა კონკურსში, რომელსაც, პეტიციის თანახმად, საეჭვო რეპუტაცია აქვს ევროპაში მისი ”პოლიტიზირებული” ხასიათის გამო.
”დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, თუ საქართველოს პირველი არხი (საზოგადოებრივი მაუწყებელი) საქართველოს სახელით გააგზავნის მომღერალს და ამით დაეხმარება რუსეთის სახელმწიფოს ქ.მოსკოვში მშვიდად და “ღირსეულად” ჩაატაროს ეს კონკურსი, ამით იგი სრულიად ღიად დაუჭერს მხარს ოკუპანტი სახელმწიფოს აგრესიულ მოქმედებას, რაც არის სწორედ კოლაბორაციონიზმის კლასიკური გამოვლინება,” - ნათქვამია პეტიციაში.
We Don't Wanna Put In




1. თიკა ფაცაცია
2. ბაჩი ქიტიაშვილი და ბერმუხა
3. ანრი ჯოხაძე
4. სტეფანე და 3G
5. ქეთი ორჯონიკიძე
6. ბორის ბედია
7. ნოემბერი (დავით მჭედლიშვილი, დავით ჯოხაძე, კობი მანჯგალაძე, გიორგი კაკალაშვილი, სანდრო ჟღენტი)
8. ნოდიკო ტატიშვილი
9. გიორგი მაისურაძე
10. Tony Omaily, სოფო კაკულია, მარიკა ასათიანი, ანანო მჟავია, ნოდარ ტატიშვილი და გუგა აფციაური
ვენაცვალე თქვენ პროტესტს!!!!!!!!!!!!!!!!!!
ნამდვილი ქართველები ხართ და გული გიწუხთ 400 დაღუპულ ქართველზე და აოხრებულ სოფლებზე!!!
ჯიგრები ხართ!!
ამუშავდა ქართული კულტურის გადარჩენის საიტიც:
http://www.eurovision-georgia.ge/
საფოთლეების სურათებიც გაიჩითა. კარგი ხელოვანი კარგ კარიკატურებს შეთხზავდა.
სიმღერების ტექსტები ნახეთ ხალხო? უნიჭობას ვინღა სჩივის ერთ გადაიკითხეთ უბრალოდ. სამი “მარგალიტი” აგერაა:
_ _ _
Say “no more” - to the war
Stand by me, we’ll never part
Peace in world - is all we want
_ _ _
I used to know a guy with an aggressive eye,
With the massive jaw and the biggest claw,
His name was Van, he had a fan
That now and then would kiss his can,
He kissed so good, that when he reached his manhood,
Van put him in charge of the neighborhood.
Now there he is, a puppet in charge,
With no personality and zero individuality.
“The Kisser” plants the seeds of hatred and anger,
We’ll find him some day hangin high on his own hanger.
_ _ _
Now it’s time to love once again
All we need is peace and serenity
To embrace our neighbour as a friend
თათა, უკეთესს ელოდით რამეს?
არ შეიძლება ნიჭიერ ადამიანს თავმოყვარეობსი ნასახი მაინც არ გააჩნდეს.
http://forum.ge/?f=29&showtopic=33934508&st=0